logo_geo
მამა-შვილობის ამსახველი ემოციური კადრები - 19 ივნისს მამის დღე აღინიშნება
- +

18 ივნისი. 2017. 21:10



მსოფლიო 19 ივნისს მამების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულს საქართველო წელს მეორედ შეუერთდება.


მამის დღე - ყოველწლიურად აღინიშნება მამობის აღსანიშნავად და მამებისთვის პატივის მისაგებად. მრავალ ქვეყანაში ის აღინიშნება ივნისის მესამე კვირა დღეს. ზოგიერთ ქვეყანაში ის მიესადაგება წმინდა იოსების ხსენების დღეს.


დღესასწაული პირველად აღინიშნა აშშ-ში 1910 წლის 19 ივნისს, ვაშინგტონის შტატის პატარა ქალაქ სპოკანში. მისი ინციატორი იყო სონორა სმარტ დოდი (Sonora Smart Dodd) არკანზასის შტატიდან, რომელიც გამოცხადდა სპოკანში ახალგაზრდა კაცთა ქრისტიანული ასოციაციის (The Young Men's Christian Association) შეკრებაზე, მამის - უილიამ სმარტის (William Jackson Smart) პატივსაცემად, რომელსაც მეუღლე გარდაეცვალა მეექვსე ბავშვის გაჩენის შემდეგ და რომელმაც მარტომ გაზარდა ექვსი შვილი.


დროთა განმავლობაში ამ დღეს აღნიშნავენ სხვა ქვეყნებშიც, გამოხატავენ რა პატივისცემას მამის, როგორც მშობლის მიმართ.


მამების დღე პირველად საქართველოში 2016 წლის 19 ივნისს აღინიშნა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის Campus Lions Club Tbilisi-სა და სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ორგანიზაცია Happy Father's Day in Georgia-ს მიერ.


​ჩვენ გთავაზობთ გასაოცარ ფოტოებს, სადაც მამა-შვილობის ამსახველი ემოციური კადრებია აღბეჭდილი.




მამას ჯარში აცილებს



მამა სამსახურში მიდის



შვილი ხელში პირველად აიყვანა



მამა-შვილს ერთად სძინავს

 


მამა-შვილობა ყველაფერზე ძლიერია



როცა ბედნიერება მომენტებშია



როცა ერთდროულად მეოჯახე მეუღლე და მამა ხარ

 


უბრალოდ საოცარი კადრი



როდესაც მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, შვილებთან ერთად ისვენებ



რამდენიმე საათის დაბადებული ჩვილი მამამ პირველად ნახა



ოჯახი



აქ სიტყვები არაა საჭირო

 




სუპერ-მამა

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი