logo_geo
მიშელ ობამა: თუ სხვებზე ზრუნვა გვსურს, ჯერ საკუთარ თავზე უნდა ვიზრუნოთ
- +

21 ივნისი. 2017. 21:46



აშშ-ის ყოფილმა პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ Instagram-ზე ვარჯიშის დროს გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. ყოფილი პირველი ლედი წერს, რომ ფიზიკური დატვირთვა და სპორტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და განწყობაზე მოქმედებს.


მისი თქმით, თეთრ სახლში ცხოვრების პერიოდში ხშირად ვარჯიშობდა და ამ ტრადიციის გაგრძელება სურს, რის დასტურადაც ფოტოებს გამოაქვეყნებს ხოლმე.


„თუ სხვებზე ზრუნვა გვსურს, ჯერ საკუთარ თავზე უნდა ვიზრუნოთ", - წერს მიშელ ობამა.


ობამას მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს 913 ათასზე მეტი მოწონება და 11 ათასზე მეტი კომენტარი აქვს.


 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი