logo_geo
ჯეიმს ვების ტელესკოპს -236 °C-ზე გაყინავენ - კაცობრიობის უმძლავრესი ტელესკოპის ტესტირება დასასრულს უახლოვდება
- +

23 ივნისი. 2017. 23:37



20 ივნისს, NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი ჯონსონის კოსმოსური ცენტრის ისტორიულ კამერა A-ში მოათავსეს, სადაც ტესტირების ბოლო სამი თვე მიმდინარეობს კრიოგენურ ვაკუუმში, კოსმოსის ტემპერატურასთან მიმსგავსებულ პირობებში.


ინჟინრები შეამოწმებენ შეეძლება თუ არა ტელესკოპს ამ ტემპერატურაზე მუშაობა კოსმოსში. კამერა A-ში ტემპერატურას მინუს 236 გრადუს ცელსიუსამდე ჩამოიყვანენ. 


კოსმოსში, ტელესკოპი ასევე უკიდურეს სიცივეში იქნება, რათა შესძლოს ძალიან შორეული ობიექტებიდან მომდინარე ინფრაწითელი შუქის დაფიქსირება. დამატებითი სინათლისა და სიცხისაგან დასაცავად, ტელესკოპს ქოლგასავით გაადაეფარება ტენისის ზომის ხუთშრიანი მზის ფარი.


ფარი ობსერვატორიას გაყოფს ორ ნაწილად - თბილ, მზისკენ მოქცეულ მხარედ (მიაღწევს 85 °C) და ცივ მხარედ (-205 °C). მზის ფარი ტელესკოპის მგრძნობიარე ინსტრუმენტებს მზის მავნე სხივებისგან დაიცავს.


ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი NASA-ს ჰაბლის კომსოსური ტელესკოპის მემკვიდრეა. იგი ყველაზე ძლევამოსილი ტელესკოპი იქნება, რაც კი ოდესმე აუგია კაცობრიობას. ვები საერთაშორისო პროექტია, რომელსაც ახორციელებენ NASA და მისი პარტნიორები - ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) და კანადის კოსმოსური სააგენტო.  20-წლიანი მშენებლობის შემდეგ, ტელესკოპი კოსმოსში 2018 წელს გაეშვება.


ტელესკოპის გაშვება თავდაპირველად 2014 წელს იყო დაგეგმილი და მისი ღირებულება 5$ მილიარდს შეადგენდა, თუმცა რამდენიმე წარუმატებლობამ და ბიუჯეტის შემცირებამ მისი გაშვება არათუ გადადო, ლამის მთელი პროექტიც გააუქმა. ღირებულება ამჟამად 8,7$ მილიარდს აღწევს.  


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი