logo_geo
„რა მოსწონს სილვიო ბერლუსკონის დონალდ ტრამპის? - მისი მეუღლე“
- +

24 ივნისი. 2017. 01:26



იტალიის ყოფილმა პრემიერმა სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყველაზე მეტად, მეუღლე, მელანია ტრამპი მოსწონს - ასე უპასუხა მან ტელეეთერში ტრამპის შესახებ დასმულ კითხვას.


„მელანია მომწონს მისი სილამაზის, სტილისა და მომხიბვლელობის გამო", - განაცხადა 80 წლის ბერლუსკონიმ.


მისივე თქმით, პირადად არ იცნობს, თუმცა ბევრი სმენია მელანია ტრამპზე და ისიც დასძინა, რომ აშშ-ში დემოკრატებიც კი არ აკრიტიკებენ ახალ პირველ ლედის.


ჟურნალისტებს კარგად ახსოვთ ბერლუსკონის შეფასება საფრანგეთის პირველი ლედის ბრიჯიტ მაკრონის შესახებაც. ბერლუსკონიმ ემანუელ მაკრონის შესახებ განაცხადა, რომ ის „კარგი ყმაწვილია კარგი შესახედაობის დედით".


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი