logo_geo
მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2000-ს გადააჭარბა
- +

10 სექტემბერი. 2023. 10:45

 

 

მაროკოში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2000-ს გადასცდა. ინფორმაციას CNN ადგილობრივ ტელეკომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

არსებული ცნობით, მაშველები ამ დრომდე ცდილობენ მიაღწიონ ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონებს, რადგან გზები ნანგრევებს აქვს ჩაკეტილი.

 

6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი პოპულარული ტურისტული ქალაქიდან, მარაკეშიდან 72 კილომეტრში იყო. სტიქიამ დააზიანა ქალაქის ისტორიული კედლები, რომლის ისტორიაც მე-12 საუკუნიდან იწყება.

 

როგორც CNN წერს, ეს ბოლო ათწლეულებში ჩრდილოეთ აფრიკის ამ ქვეყანაში მომხდარი ყველაზე მომაკვდინებელი მიწისძვრაა.

 

 

big_banner
არქივი