logo_geo
რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ვლადიმირ პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა გაიმართება
- +

12 სექტემბერი. 2023. 09:32

 

 

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის შეხვედრა შორეულ აღმოსავლეთში გაიმართება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი განმარტებით, გაიმართება მოლაპარაკებები ორ დელეგაციას შორის ქვეყნების ლიდერების ხელმძღვანელობით, გარდა ამისა, მოსალოდნელია პირისპირ კომუნიკაცია, ასევე კიმ ჩენ ინის პატივსაცემად ოფიციალური ვახშამიც იგეგმება.

 

პესკოვის განცხადებით, მხარეები რეგიონში არსებულ ვითარებასა და ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ. რუსული მედიის ინფორმაციით, „ჯავშან მატარებელი“, რომელშიც კიმ ჩენ ინი იმყოფება, რუსეთში ჩავიდა.

 

 

big_banner
არქივი