Hurriyet-ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს მეჩეთში დილის ლოცვის დროს გული წაუვიდა. ქვეყნის პირველი პირი თავს უკვე კარგად გრძნობს.
„ცუდად წნევის გამო გავხდი, რომელიც დიაბეტთანაა დაკავშირებული. ახლა კარგად ვარ", - განაცხადა ერდოღანმა.
ექიმების მისვლამდე მას დახმარება დაცვის წევრებმა გაუწიეს. ჟურნალისტებს მეჩეთთან არ უშვებდნენ. პრეზიდენტმა ინტერვიუ ლოცვის დასრულების შემდეგ მისცა.