logo_geo
იტალიის ექს-პრეზიდენტი ჯორჯო ნაპოლიტანო გარდაიცვალა
- +

24 სექტემბერი. 2023. 10:39

 

 

იტალიის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯო ნაპოლიტანო 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ „Politico“ იტყობინება.

 

ნაპოლიტანო სხვადასხვა დროს იყო იტალიის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა მინისტრი, 2006-2015 წლებში კი, ზედიზედ ორი ვადით - იტალიის პრეზიდენტი.

 

ჯორჯო ნაპოლიტანოს გარდაცვალების გამო მის ახლობლებსა და ოჯახს უკვე მიუსამძიმრეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, იტალიის ყოფილმა პრემიერმა მატეო რენციმ და ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა.

 

 

big_banner
არქივი