logo_geo
ივანკა ტრამპი: დონალდ ტრამპს ფენომენალური პოლიტიკური ინსტინქტი აქვს
- +

26 ივნისი. 2017. 23:20



აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ივანკა ტრამპმა „Fox & Friends" ტელეგადაცემაში განაცხადა, რომ მამამისის პოლიტიკური ინსტინქტები ფენომენალურია.


„მე ვცდილობ არ ჩავერიო პოლიტიკაში. დონალდ ტრამპს ფენომენალური პოლიტიკური ინსტინქტი აქვს. მე პოლიტიკურ საკითხებს სხვებს ვუტოვებ და იმ საკითხებით ვარ დაკავებული, რაც ძალიან მაწუხებს", - განაცხადა ივანკა ტრამპმა.


ივანკა ტრამპის თქმით, ის უამრავ საკითხზე აძლევს მამამის რჩევებს.

 

„მას სჯერა, რომ მე გულწრფელად გამოვხატავ ჩემს აზრს. მე ღიად და გულწრფელად ვაძლევ მას რჩევებს. ზოგჯერ ჩვენ ვთანხმდებით, ზოგჯერ - არა. ჩვენ სხვადასხვა ადამიანები ვართ, არის საკითხები, რაზეც ჩვენი აზრი ერთმანეთს არ ემთხვევა. ვფიქრობ, ეს ნორმალურია", - აღნიშნა ივანკა ტრამპმა.


კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა ის მამამის, ივანკა ტრამპმა უპასუხა, რომ მას ყველაზე მაღალ ნიშანს დაუსვამდა.


„ვფიქრობ, ის შესანიშნავ და წარმოუდგენელ სამუშაოს აკეთებს", - დასძინა მან.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი