logo_geo
სომხეთის მთავრობა: მთიანი ყარაბაღის რეგიონიდან სომხეთში უკვე 28 ათასზე მეტი ეთნიკური სომეხი გადავიდა
- +

27 სექტემბერი. 2023. 01:30

მთიანი ყარაბაღის რეგიონიდან სომხეთში უკვე 28 120 ეთნიკური სომეხი გადავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განაცხადეს, მთავრობა უზრუნველყოფს საცხოვრებელს ყველა იმ პირისთვის, ვისაც არ აქვს წინასწარ განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი.

 

 

საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, სომხეთში საკოორდინაციო ცენტრი მოქმედებს.

 

 

რეგისტრაციის გავლის შემდეგ ყარაბაღელ სომხებს სხვადასხვა ქალაქში გზავნიან.

 

 

big_banner
არქივი