აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ყოფილი ე.წ. „მთავრობის მეთაური“ რუბენ ვარდანიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.
მათი თქმით, ვარდანიანი ლაჩინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დააკავეს, როდესაც იგი მთიანი ყარაბაღის დატოვებას ცდილობდა.
იგი ბაქოში გადაიყვანეს და აზერბაიჯანის სახელმწიფო ორგანოებს გადასცეს “შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.”
ცნობისთვის, ვარდანიანი სომხური წარმოშობის მილიონერია, რომელმაც 2022 წლის შემოდგომაზე განაცხადა, რომ უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე და მთიან ყარაბაღში გადავიდა. 2022 წლის დეკემბერში პუტინმა რუსეთის მოქალაქეობის დატოვების შესახებ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.