logo_geo
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: კანადის პარლამენტმა პატივისცემა გამოუხატა უკრაინელს, რომელიც „ვაფენ-სს“-ის „გალიჩინას“ დივიზიის რიგებში იბრძოდა - ეს სამარცხვინო იყო
- +

27 სექტემბერი. 2023. 21:35

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, არკადიუშ მულიარჩიკმა კანადის პარლამენტის მიერ „ვაფენ-სს“-ის „გალიჩინას“ დივიზიის ვეტერანისთვის პატივისცემის გამოხატვას სამარცხვინო უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

 

 

„კანადის პარლამენტმა პატივისცემა გამოუხატა უკრაინელს, რომელიც „ვაფენ-სს“-ის „გალიჩინას“ დივიზიის რიგებში იბრძოდა. ეს სამარცხვინო იყო და მეორე მსოფლიო ომის შესახებ დიდი ცოდნის ნაკლებობაზე მიუთითებს“, - აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

 

 

მულიარჩიკის თქმით, საზღვარგარეთ ვიზიტების დროს ის ხშირად აწყდება გაუგებრობას იმის შესახებ, თუ რა მოხდა აღმოსავლეთ ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დროს.

 

 

ბევრმა არ იცის პოლონეთის დანაკარგების შესახებ და იმ ფაქტის შესახებ, რომ პოლონეთს კომპენსაცია არ მიუღია“, - განაცხადა დიპლომატმა.

 

 

26 სექტემბერს, კანადის პარლამენტის თემთა პალატის სპიკერმა, ენტონი როტამ გადადგომის შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს პარლამენტში იაროსლავ ჰუნკას მიწვევას სკანდალი მოჰყვა.

 

 

98 წლის იაროსლავ ჰუნკას მიწვევას პარლამენტში დეპუტატების ტაში მოჰყვა მას შემდეგ, რაც თემთა პალატის სპიკერმა, ენტონი როტამ მას გმირი უწოდა. ეს ფაქტი კანადაში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს მოხდა.

 

 

big_banner
არქივი