logo_geo
ფაშინიანმა და მაკრონმა მთიან ყარაბაღში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა განიხილეს
- +

27 სექტემბერი. 2023. 22:36

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

 

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფაშინიანმა და მაკრონმა მთიან ყარაბაღში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა და მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სიტუაცია განიხილეს.

 

 

მხარეებმა ასევე განიხილეს სომხეთ-საფრანგეთის ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები.

big_banner
არქივი