logo_geo
დიეგო მარადონა: პუტინის ფანი ვარ!
- +

28 ივნისი. 2017. 11:59



არგენტინული გამოცემა Ole-ს ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელს დიეგო მარადონას თანამშრომლობაზე მოელაპარაკა. აღნიშნულ ინფორმაციას თავად ფეხბურთელი ადატურებს.


„მქონდა კონტაქტი პუტინთან. მოგვიანებით, ტელეფონითაც დამელაპარაკა. მას სურს, რომ რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატისთვის რაღაც გავაკეთო. ყველაფერია შესაძლებელი. პუტინის ფანი ვარ.

 

ორი თვის წინ უკვე მელაპარაკნენ ამ თემაზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, პუტინთან ახლოს ვიყო და მას პირადად დაველაპარაკო", - განაცხადა მარადონამ.


დიეგო მარადონას ინფორმაციით, უახლოეს დღეებში შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს.


რუსეთში მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი 2018 წლის 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაიმართება.


 

big_banner
არქივი