logo_geo
იელოუსტოუნის სუპერვულკანთან 2 კვირაში 878 მიწისძვრა დაფიქსირდა - არის თუ არა ამოფრქვევის საფრთხე
- +

29 ივნისი. 2017. 22:00



იელოუსტოუნს მშფოთვარე ივნისი დაუდგა. ეროვნული პარკის ქვეშ გაწოლილი სუპერვულკანის მიდამოებში, 878 მიწისძვრა დაფიქსირდა. 


მიწისძვრათა მთელი სერია 12 ივნისს დაიწყო. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, მხოლოდ ერთ კვირაში, 464 მიწისძვრა აღირიცხა. 

 

„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ეს ერთი კვირის მანძილზე დაფიქსირებულ მიწისძვრათა უმაღლესი რიცხვია იელოუსტოუნში", - იუწყება განცხადებაში აშშ-ის გეოლოგიური სამსახური.


მიწისძვრათა უმრავლესობა 1 მაგნიტუდას არ აღემატებოდა, თუმცა მათ შორის ყველაზე ძლიერმა 4,4 მაგნიტუდას მიაღწია, რაც უდიდესი მაჩვენებელია 2014 წლის მარტის შემდეგ.


საბედნიეროდ, განგაშის საფუძველი არ არსებობს. ნაკლებ სავარაუდოა, რომ მიწისძვრათა ამ სერიამ სუპერვულკანი დაძრას. აშშ-ის გეოლოგიური სააგენტო უახლოეს წლებში ამოფრქვევის შანსს აფასებს როგორც 1-ს 730 000-ში, ვულკანის განგაშის დონეს კი მწვანე ფერს ანიჭებს.

 

„იელოუსტოუნისთვის მიწისძვრათა სერიები უცხო არაა", - უთხრა Newsweek-ს იუტის უნივერსიტეტის პროფესორმა ხაიმე ფარელმა.


„საშუალოდ, იელოუსტოუნში წელიწადში 1500-2000 მიწისძვრა ხდება. მათგან 40-50 % მიწისძვრათა ნაკადს მიეკუთვნება".


მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ნაკადი საშუალოზე მაღალია, ფარელის განცხადებით, არ არსებობს არანაირი მინიშნება, რომ ეს აქტივობა მიწისქვეშ მაგმის მოძრაობასთან იყოს დაკავშირებული.


იელოუსტოუნის სუპერვულკანის უჩვეულო აქტივობას გეოლოგები გამუდმებით აკვირდებიან. თუკი ვულკანი აფეთქების ზღვართან მივა, ფარელი აღნიშნავს, რომ გაიზრდება სეისმური აქტივობა, საკმაოდ შეიცვლება ზედაპირის ფორმა, ჰიდროთერმული სისტემა და დაიწყება გაზების გამოყოფა. 

 

„როგორც წესი, თუკი მათგან მხოლოდ რომელიმე ერთს ვხედავთ, ეს არ ნიშნავს  ამოფრქვევის მოახლოებას. თუკი დავინახავთ, რომ ყველა ეს ცვლილება ერთდროულად დაიწყება,  მაშინ აშკარად განგაშის წითელ ზღვართან გვაქვს საქმე", - ამბობს ფარელი.


იელოუსტოუნის სუპერვულკანი ხშირად არ იფრქვევა. გასული ორი მილიონი წლის მანძილზე, მასზე მხოლოდ სამი უდიდესი ამოფრქვევა ფიქსირდება. 


მაგრამ თუ ამოფრქვევა მაინც მოხდება, იგი საკმაოდ არათანმიმდევრული იქნება.


„თუ იელოუსტოუნი ამოიფრქვევა, დიდი ალბათობით, ეს იქნება ლავის ნაკადი, როგორც აქამდე დაფიქსირებული 80 ამოფრქვევა 640 000 წლის წინ  მომხდარი ბოლო სუპერამოფრქვევის შემდეგ.

 

„ლავის ნაკადი საკმაოდ დიდი საფრთხე იქნება იელოუსტოუნისთვის, მაგრამ ძალიან მცირე ეფექტი ექნება რეგიონული და კონტინენტური თვალსაზრისით", - ამბობს იელოუსტოუნის ვულკანების ობსერვატორიის მეცნიერი ჯეიკობ ლოვენსტერნი.  


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი