logo_geo
რომის მეტროს მშენებლობისას 1800 წლის წინანდელი ნანგრევები აღმოაჩინეს
- +

30 ივნისი. 2017. 23:48



იტალიის დედაქალაქში, 33 ფუტის სიღრმეზე, ბეტონის ორმოში უძველეს ნანგრევებს მიაგნეს. არქეოლოგების თქმით, იგი 1800 წელს ითვლის და ამ ხნის განმავლობაში, ხელშეუხებელ მდგომარეობაში ინახებოდა. ის კოლიზეუმთან, რომის მეტროპოლიტენის „ცე" ხაზის გაყვანისას კონსტრუქტორებმა აღმოაჩინეს.


ვარაუდობენ, რომ აღმოჩენილი ნანგრევი სახლის ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც რომაელ ოფიცერს ეკუთვნოდა და ხანძარმა გაანადგურა. მიუხედავად ამისა, სახლში არსებული რამდენიმე ხის ექსპონატი გადარჩენილია.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი