logo_geo
ლიონელ მესი დაქორწინდა
- +

1 ივლისი. 2017. 14:20



არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი ანტონელა როკუცოზე დაქორწინდა.


ცერემონია, რომელსაც ადგილობრივმა პრესამ „საუკუნის ქორწილი"  უწოდა, არგენტინის ქალაქ როსარიოს ერთ-ერთ სასტუროშო გაიმართა.


მესის და როკუცოს ქორწილზე 260 სტუმარი იყო მიწვეული. მათ შორის „ბარსელონას" ვარსკვლავები: ლუის სუარესი, ნეიმარი, ჟერარ პიკე და მისი ცოლი შაკირა.


არგენტინული მედიის ცნობით, მესის ქორწილის მოსაწვევი არ მიუღიათ დიეგო მარადონასა და პეპ გუარდიოლას.


ქორწილის უსაფრთხოებას ასობით პოლიციელი იცავდა, ხოლო მის გასაშუქებლად აკრედიტაცია 150-მაჟურნალისტმა გაიარა.


მესიმ და როკუცომ ერთმანეთი ბავშვობაში გაიცნეს. ისინი უკვე 10 წელზე მეტია ერთად ცხოვრობენ და 2 შვილი ჰყავთ.



 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი