logo_geo
ამერიკაში დასატენ სპინერებს ცეცხლი გაუჩნდა
- +

2 ივლისი. 2017. 00:56



ამერიკის შტატებში, მიჩიგანსა და ალაბამაში დასატენი, აკუმულატორიანი სპინერები აალდა.


ერთ-ერთი შემთხვევა ქალაქ ფენტონში მოხდა. სათამაშოს მფლობელის, მიშელ კარის თქმით, სპინერი დატენვის დროს აალდა. ქალი ირწმუნება, რომ დამტენი მოწყობილობა კარგ მდგომარეობაში იყო.


მომდევნო ინციდენტი გარდენდეილში ივნისში იყო. კიმბერლი ალასი ყვება, რომ მისი სათამაშოც დატენვის დროს დაიწვა და ამის დასტურად მას ხალიჩაზე ხვრელიც დარჩა. ის შეეცადა მწარმოებლებს დაკავშირებოდა, თუმცა ყდაზე წარწერის გარდა - "დამზადებულია ჩინეთში" - სხვა ვერაფერი ნახა. საბოლოოდ მან ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს სამომხმარებლო ნაწარმის უსაფრთხოების კომისიას მიაწოდა ინფორმაცია.


ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მყიდველმა ყურადღება უნდა მიაქციოს ხელსაწყოს დატენვის პროცესში და არასდროს უნდა დატენოს ის, როცა მას სძინავს.


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი