logo_geo
ჰიტკოუტ უილიამსი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა
- +

3 ივლისი. 2017. 16:58



The Guardian-ის ინფორმაციით, ბრიტანელი პოეტი, დრამატურგი, მსახიობი და რეჟისორი ჰიტკოუტ უილიამსი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.


უილიამსის გარდაცვალების ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით არ სახელდება.


ჰიტკოუტ უილიამსი „დოკუმენტური კვლევის პოეზიის" ფუძემდებლად მიიჩნევა.


მისი პოეზია რადიკალიზმით ხასიათდება. უილიამსის ლექსები მკვეთრი პოლიტიკური კრიტიკით იყო გაჯერებული. ის, განსაკუთრებით, ხალხში არსებულ საზოგადოებრივი ცხოვრების წესს, სოციალურ და პოლიტიკურ ვითარებას აკრიტიკებდა.


ჰიტკოუტ უილიამსის პირველი წიგნი The Speakers 1964 წელს დაიბეჭდა. მოგვიანებით ის მხატვრულ ფილმებშიც მონაწილეობდა: „ძირითადი ინსტინქტი 2", „ორლანდო", „ბრაუნინგის ვერსია", „ალისა საოცრებათა ქვეყანაში" და „ქალაქი ემბერი".


 

 

 

big_banner
არქივი