logo_geo
ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირის მიზანი უნდა იყოს მდგრადი და სამართლიანი მშვიდობა უკრაინაში და არა გაყინული კონფლიქტი
- +

6 ნოემბერი. 2023. 19:19

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიზანი უნდა დარჩეს მდგრადი და სამართლიანი მშვიდობა უკრაინაში და არა გაყინული კონფლიქტი.

 

 

"სანამ ომი გრძელდება და ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინელების ყოველდღიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, ჩვენ ასევე უნდა ვეცადოთ ყურადღება გავამახვილოთ წინსვლის გზაზე და რას ნიშნავს უკრაინის მხარდაჭერა მანამ, სანამ ეს საჭიროა", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 

 

"მიზნები, რომელიც ევროკავშირმა უნდა მიაღწიოს უკრაინასთან მიმართებაში არის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა და არა მორიგი გაყინული კონფლიქტი. უკრაინელებზე მეტად მშვიდობა არავის უნდა", - დასძინა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

big_banner
არქივი