logo_geo
რომანოვების დახვრეტის საქმის დეტალები გასაჯაროვდება
- +

3 ივლისი. 2017. 23:56


რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, საგამოძიებო კომიტეტისგან, მეფე ნიკოლოზ II-ისა და მისი ოჯახის მკვლელობის, გამოძიების შედეგების პუბლიკაციის უფლება მიიღო. ამის შესახებ გამოცემა РИА-ს ეპისკოპოსმა ეგორევსკი ტიჰომ შევკუნმა განუცხადა.


"ჩვენ ავიღებთ ინტერვიუს ექსპერტებისგან და გამოვაქვეყნებთ მათ სტატიებს", - განაცხადა შევკუნმა. მასალები პორტალ Pravoslavie.ru-ზე აიტვირთება.


რუსეთის ბოლო იმპერატორის ოჯახის დახვრეტის საქმე, ეკლესიის ინიციატივით 2015 წელს განახლდა. უპირველესყოვლისა, დაინიშნა რომანოვების ნაშთების ხელახალი ექსპერტიზა, რომლებიც ეკატერენბურგიდან, სანქტ-პეტერბურგის პეტრე-პავლეს ტაძარში დაკრძალეს.


ნიკოლოზ II ალექსანდრეს ძე რომანოვი -  რუსეთის ბოლო იმპერატორი 1894-1917 წლებში. მისი მმართველობა 1917 წელს რუსეთის რევოლუციით დასრულდა, რის შემდეგაც ის და მისი ოჯახი ბოლშევიკებმა იპატიევის სახლში დახვრიტეს.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი