logo_geo
ბაიდენმა და ნეთანიაჰუმ ტაქტიკური პაუზების შესაძლებლობა განიხილეს
- +

7 ნოემბერი. 2023. 01:55

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტაქტიკური პაუზების შესაძლებლობა განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

 

 

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაიდენმა კვლავ დაადასტურა მისი ურყევი მხარდაჭერა ისრაელისადმი და ასევე ხაზი გაუსვა პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობას.

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განიხილა დასავლეთ სანაპიროზე არსებული ვითარება.

big_banner
არქივი