logo_geo
ჯონ კირბი: პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კვლავ მიიჩნევს, რომ ისრაელის ძალების მიერ ღაზის ხელახალი ოკუპაცია არ არის კარგი
- +

8 ნოემბერი. 2023. 01:01

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ისრაელის ძალებმა არ უნდა მოახდინონ ღაზის ხელახალი ოკუპაცია.

 

 

"პრეზიდენტი [ჯო ბაიდენი] კვლავ მიიჩნევს, რომ ისრაელის ძალების მიერ ღაზის ხელახალი ოკუპაცია არ არის კარგი. ეს არ არის კარგი ისრაელისთვის. ეს არ არის კარგი ისრაელის ხალხისთვის", - აღნიშნა ჯონ კირბიმ.

 

 

მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის დასრულების შემდეგ, ღაზის სექტორზე საერთო უსაფრთხოების პასუხისმგებლობა განუსაზღვრელი ვადით ექნება.

big_banner
არქივი