logo_geo
ნეთანიაჰუ: ქალაქი ღაზა ალყაშია მოქცეული - გამარჯვებამდე არ გავჩერდებით
- +

8 ნოემბერი. 2023. 01:02

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქალაქი ღაზა ალყაშია მოქცეული და ისრაელის ჯარები ქალაქში მოქმედებენ.

 

 

"ჩვენ [ამ მომენტისთვის] ათასობით ტერორისტი გავანადგურეთ. "ჰამასმა" [უკვე] იცის, რომ ისეთ ადგილებს ვაღწევთ, რომ არც იფიქრებდნენ, რომ მივაღწევდით. [სამხედრო] კამპანია ჯერ კიდევ მიმდინარეობს", - აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

 

 

"დიპლომატიურ ფრონტზე ჩვენ ვმოქმედებთ 24 საათის განმავლობაში, რათა "ცაჰალს" მივცეთ მოქმედების თავისუფლება დარჩენილი სამხედრო ოპერაციისთვის. გამარჯვებამდე არ გავჩერდებით", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

big_banner
არქივი