logo_geo
თურქეთის საგარეო უწყება: ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადზე უსამართლო და მიკერძოებულია
- +

9 ნოემბერი. 2023. 19:54

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადზე უსამართლო და მიკერძოებულია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

 

ევროკომისიამ ანგარიშში გააკრიტიკა თურქეთის სერიოზული უკანდახევა დემოკრატიული სტანდარტების, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით.

 

 

"ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ უსაფუძვლო პრეტენზიებს და უსამართლო კრიტიკას, განსაკუთრებით პოლიტიკურ კრიტერიუმებსა და სასამართლო და ფუნდამენტურ უფლებათა თავთან დაკავშირებით', - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

 

ევროკომისიამ ასევე განაცხადა, რომ თურქეთი არ იცავს კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პრინციპებს ტერორიზმთან ბრძოლაში.

big_banner
არქივი