logo_geo
„ცაჰალის“ სპიკერი: იგეგმება მხოლოდ ტაქტიკური, ლოკალური პაუზები ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რომელიც შეზღუდული დროით და შეზღუდულ ტერიტორიაზე იმოქმედებს
- +

10 ნოემბერი. 2023. 01:29

ისრაელის თავდაცვითი ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რიჩარდ ჰეხტმა განაცხადა, რომ იგეგმება მხოლოდ ტაქტიკური, ლოკალური პაუზები ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რომელიც შეზღუდული დროით და შეზღუდულ ტერიტორიაზე იმოქმედებს.

 

 

რიჩარდ ჰეხტის თქმით, დაგეგმილი პაუზები ისრაელის ჰუმანიტარული დერეფნის პოლიტიკის გაგრძელებაა - ოთხსაათიანი ფანჯარა, რათა მშვიდობიანი მოქალაქეები გადაადგილდნენ სამხრეთ ღაზაში, რომელიც შედარებით უსაფრთხოა და სადაც ჰუმანიტარული დახმარების განაწილება ხდება.

 

 

"ეს არის ტაქტიკური პაუზა კონკრეტული ტერიტორიიდან სამხრეთისკენ გადაადგილებისთვის", - დასძინა მან.

 

 

big_banner
არქივი