logo_geo
ვულკანის ამოფრქვევის საფრთხის გამო ისლანდიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
- +

12 ნოემბერი. 2023. 10:18

 

 

ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

 

მიწისძვრების ძლიერი ტალღის გამო, რომელიც ვულკანის სავარაუდო ამოფრქვევას უკავშირდება, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთის ქალაქ გრინდავიკის მოსახლეობას პოლიცია ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

 

ისლანდიის სამოქალაქო დაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ მაგმას გვირაბმა, შესაძლოა გრინდავიკამდე მიაღწიოს. პარასკევის საღამოს მდგომარეობით, ისლანდიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შეუძლებელია იმის დადგენა, სად შეიძლება გაარღვიოს მაგმამ მიწის ზედაპირი.

 

„მიწისძვრები შეიძლება უფრო გაძლიერდეს და მოვლენების ამ თანმიმდევრობამ შეიძლება გამოიწვიოს ამოფრქვევა. თუმცა, ჯერ კიდევ არ არის ნიშნები იმისა, რომ მაგმა ზედაპირს უახლოვდება. მის პროგრესს ყურადღებით აკვირდებიან“, – აცხადებენ სამოქალაქო დაცვის სააგენტოში.

 

 

big_banner
არქივი