logo_geo
ისრაელური მედია: „ცაჰალის“ ჯარისკაცემა ღაზის პარლამენტის შენობაში ისრაელის დროშა ააფრიალეს
- +

13 ნოემბერი. 2023. 23:48

სოციალურ მედიაში სურათი ვრცელდება, რომელშიც ისრაელის თავდაცვითი ძალების "გოლანის" ბრიგადის ჯარისკაცები ღაზაში, პარლამენტის შენობაში ისრაელის დროშას აფრიალებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

 

 

პალესტინის საკანონმდებლო საბჭოს შენობა ღაზაში მხოლოდ "ჰამასის" დეპუტატებს ემსახურება მას შემდეგ, რაც ტერორისტულმა დაჯგუფებამ 2007 წელს ღაზის სექტორზე კონტროლი დაამყარა.

big_banner
არქივი