logo_geo
1700 წლის წინანდელი მუმიის სახე აღადგინეს
- +

5 ივლისი. 2017. 14:54



BBC-ის ინფორმაციით, პერუელმა მეცნიერებმა, 1700 წლის წინანდელი მუმიის სახე აღადგინეს.


მეცნიერებმა ლედი კაოს (Lady of Cao) მუმია 2006 წელს ქალაქ ტრუჰილოს სიახლოვეს, დანგრეულ პირამიდაში აღმოაჩინეს. ლედი კაოსთან ერთად სამარხში ოქროს გვირგვინი, ძვირფასეულობა და იარაღი იყო დამარხული. სწორედ აქედან გამომდინარე, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ლედი კაო ძლიერი პოლიტიკური ფიგურა ან რელიგიური ლიდერი იყო და მოჩეს ცივილიზაციას მიეკუთვნებოდა.


მუმიის გაკვეთამ აჩვენა, რომ ლედი კაო 20 წლისა, გართულებული მშობიარობის ან ორსულობის გამო გარდაიცვალა. მუმია კარგ მდგომარეობაში შემოინახა დრომ, ვინაიდან ლედი კაოს სახეზე ტატუები გარკვევით ჩანს - სხვადასხვა მაგიური სიმბოლოები, როგორებიცაა გველები და ობობები.


მეცნიერებმა ლედი კაოს სახის აღდგენა თავის ქალის, სხეულის ნაწილებისა და 3D ბეჭდვის მეშვეობით შეძლეს.


ლედი კაოს სხვანაირად ლათინური ამერიკის კლეოპატრასაც უწოდებენ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი