logo_geo
ჯონ კირბი: საავადმყოფოში სამეთაურო ცენტრის განთავსებით „ჰამასი“ ომის წესებს არღვევს
- +

15 ნოემბერი. 2023. 22:37

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ საავადმყოფოში სამეთაურო ცენტრის განთავსებით „ჰამასი“ ომის წესებს არღვევს.

 

 

"რასაც "ჰამასი" აკეთებს, ეს ომის კანონის დარღვევაა", - აღნიშნა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა.

 

 

15 ნოემბერს, კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ს აქვს დამოუკიდებელი სადაზვერვო მონაცემები, რომელიც ცხადყოფს, რომ „ჰამასი“ და „ისლამური ჯიჰადი“ ღაზაში მდებარე ალ-შიფას ჰოსპიტალს სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად იყენებენ.

 

 

თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ „ჰამასს“ სამეთაურო-საკონტროლო ცენტრი აქვს განთავსებული ალ-შიფას საავადმყოფოში.

big_banner
არქივი