logo_geo
ყველა შეზღუდვა მოიხსნა - ისრაელმა მოქალაქეობის მიღების პროცედურა გაამარტივა
- +

5 ივლისი. 2017. 19:00


ქნესეთმა (ისრაელის პარლამენტმა) „მწვანე შუქი" აუნთო ახალ რეპატრიანტებს და გაამარტივა უცხოელებისთვის ისრაელის მოქალაქეობის მიღების პროცესი. 26 ივლისიდან ისრაელში ახალჩასულები, დამატებითი პირობების გარეშე, მიიღებენ „დარკონს" - ისრაელის პასპორტი, რომელიც 150 ქვეყანაში თავისუფლად შესვლის საშუალებას იძლევა.


ისრაელში მოქმედებს „კანონი დაბრუნების შესახებ", რომელიც ნებისმიერ ებრაელს საშუალებას აძლევს დაბრუნდეს თავის ისტორიულ სამშობლოში და გახდეს ისრაელის მოქალაქე. ეს წესი ასევე ვრცელდება ახლო ნათესავებზეც - ქმარი, ცოლი, ბავშვები და შვილიშვილები. გამონაკლისებს წარმოადგენენ ადამიანები ნასამართლეობით, ან ისინი ვინც დაიბადნენ ებრაელებად და შემდეგ შეიცვალეს რელიგია. კანონით ებრაელად ითვლება ის, ვისაც ჰყავს ებრაელი დედა ან მიიღო იუდაიზმი.


ისრაელის აბსორბციის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს ახალი რეპატრიანტი გახდა 30 ათასი ადამიანი. ამ დრომდე ახალჩამოსულები თავდაპირველად იღებდნენ შიდა პასპორტს - „ტეუდატ ზეუტს". 3 თვის შემდეგ რეპატრიანნტი ღებულობდა შემდეგი დონის პასპორტს - „ტეუდატ მაავარი", - რომელიც აძლევდა ათეულობით ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის საშუალებას. ამ პასპორტით ისრაელში ერთი წლით ცხოვრების შემდეგ, ადამიანი იღებდა „დარკონს" - რომელიც მოქალაქეს აძლევდა 150 ქვეყანაში უვიზოდ მიმოსვლის უფლებას.


ამიერიდან კი რეპატრიანტი ისრაელში ჩასვლისთანავე მიიღებს ისრაელის მოქალაქეის სრულფასოვან პასპორტს - „დარკონს".


კანონმდებლობაში აღნიშნული ცვლილების შეტანა ავტომატურად ანულებს მოქალაქეობის მისაღებად ისრაელში 1 წლიანი ცხოვრების აუცილებლობას. აწი დარკონს - ისრაელის პასპორტს, რეპატრიანტი მიიღებს მომენტალურად, ქვეყანაში ჩასვლისთანავე. ამ კანონის ინიციატორების თქმით, დრო მოვიდა წერტილი დაესვას ისრაელის მოქალაქეების სხვადასხვა დონეებად დაყოფას.

 

წყარო - justfly.ge




 

big_banner
არქივი