logo_geo
ჯო ბაიდენი: „ჰამასმა“ ომის დანაშაული ჩაიდინა
- +

16 ნოემბერი. 2023. 20:21

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „ჰამასი“ ომის დანაშაულის ჩადენაში დაადანაშაულა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

 

 

15 ნოემბერს, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ს აქვს დამოუკიდებელი სადაზვერვო მონაცემები, რომელიც ცხადყოფს, რომ „ჰამასი“ და „ისლამური ჯიჰადი“ ღაზაში მდებარე ალ-შიფას ჰოსპიტალს სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად იყენებენ.

 

 

"არსებობს გარემოება, როდესაც "ჰამასის" მიერ ჩადენილია პირველი სამხედრო დანაშაული იმით, რომ მათი [სამხედრო] შტაბი, მათი სამხედროები საავადმყოფოს ქვეშ განათავსეს. და ეს ფაქტია. ასეც მოხდა", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

big_banner
არქივი