logo_geo
თურქეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომისიამ შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ოქმის კენჭისყრა გადადო
- +

16 ნოემბერი. 2023. 22:50

თურქეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომისიამ შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ოქმის კენჭისყრა გადადო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

 

კომისიის თავმჯდომარემ, ფუატ ოქტაიმ განაცხადა, რომ პარლამენტის კომისია შემდგომ განხილვებს გამართავს და შესაძლოა კანონპროექტი დღის წესრიგში მომავალ კვირას დაბრუნდეს.

 

 

"იმისთვის, რომ ყველა ჩვენმა დეპუტატმა დაამტკიცოს შვედეთის ნატოში გაწევრიანება, ისინი სრულად უნდა იყვნენ დარწმუნებულნი. ჩვენ განვიხილავთ ამ ყველაფერს კომისიის [მომავალ] სხდომაზე", - განაცხადა მან.

big_banner
არქივი