logo_geo
გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო: აზერბაიჯანმა უნდა დაუშვას მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხო დაბრუნება
- +

17 ნოემბერი. 2023. 21:43

გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა უნდა დაუშვას მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხო დაბრუნება. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

 

 

"აზერბაიჯანმა უნდა უზრუნველყოს, რომ ნებისმიერმა პირმა, ვინც დატოვა მთიანი ყარაბაღი 2023 წლის 19 სექტემბრის შემდეგ და სურს დაბრუნდეს იქ, შეძლოს ამის გაკეთება უსაფრთხოდ, თავისუფლად და სწრაფად", - განაცხადა გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ.

 

 

მანამდე სომხეთმა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომ აზერბაიჯანს შეეწყვიტა ნებისმიერი ქმედება „რომელიც მიზნად ისახავს (...) დარჩენილი სომხების მთიანი ყარაბაღიდან გადასახლებას“ და დაეშვა იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის უსაფრთხო დაბრუნება.

 

 

სასამართლომ ასევე დაავალა ოფიციალურ ბაქოს „უზრუნველყოს, რომ ნებისმიერ პირს, რომელიც დარჩა მთიან ყარაბაღში 2023 წლის 19 სექტემბრის შემდეგ და ვისაც სურს დატოვოს ის, შეძლოს ამის გაკეთება უსაფრთხოდ, თავისუფლად და სწრაფად“.

big_banner
არქივი