logo_geo
ზელენსკი: ჩვენი მარაგები შემცირდა - ახლა ორიენტირებული ვარ დასავლეთიდან დახმარების მიღებაზე, მხარდაჭერის გარეშე ჩვენ უკან დავიხევთ
- +

17 ნოემბერი. 2023. 21:45

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ისრაელ-"ჰამასის" ომზე ყურადღების გადატანამ შეანელა უკრაინისათვის საარტილერიო ჭურვების მიწოდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

 

 

"ჩვენი მარაგები შემცირდა. ეს ცხოვრებაა და ეს ნორმალურია, რადგან ყველა იბრძვის გადარჩენისთვის და ჩვენც უნდა დავიცვათ თავი", - განუცხადა უკრაინის ლიდერმა ჟურნალისტებს.

 

 

"მე ახლა ორიენტირებული ვარ დასავლეთიდან დახმარების მიღებაზე. ახლო აღმოსავლეთისა და სხვა მიზეზების გამო, მათი [დასავლეთის] ფოკუსი იცვლება. მხარდაჭერის გარეშე ჩვენ უკან დავიხევთ", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

big_banner
არქივი