logo_geo
ბრიტანელი დეპუტატი სანქცირებული რუსი ოლიგარქების თანამფლობელობაში არსებული საინვესტიციო კომპანიის კონსულტანტად დაინიშნა
- +

18 ნოემბერი. 2023. 14:24

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის წევრი, „კონსერვატიული პარტიის“ ყოფილი თავმჯდომარე და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ბრენდონ ლიუისი კონსულტაციებს გაუწევს საინვესტიციო კომპანია LetterOne-ს, რომლის თანამფლობელებიც სანქცირებული რუსი ოლიგარქები მიხაილ ფრიდმანი და პიოტრ ავენი არიან. ამის შესახებ The Guardian-ი იტყობინება.

 

 

LetterOne-ში დასაქმებაზე ნებართვა ლიუისმა მიიღო საქმიანი დანიშვნების საკონსულტაციო კომიტეტისგან, რომელიც სახელმწიფო სამსახურში დასაქმების საკითხებში საზედამხედველო ორგანოს ფუნქციებს ასრულებს. თუმცა კომიტეტმა ლიუისს ორი წლის განმავლობაში ბრიტანეთის მთავრობაში LetterOne-ის ინტერესების ლობირება აუკრძალა.

 

 

LetterOne-ის აქციების 49% ფრიდმანსა და ავენს ეკუთვნის, კონსულტანტად მუშაობის სანაცვლოდ ბრიტანელი დეპუტატი წელიწადში 250 000 გირვანქა სტერლინგს მიიღებს.

 

 

ამასთანავე, LetterOne-ში აცხადებენ, რომ კომპანიის საქმიანობა რუს ოლიგარქებზე აღარ არის დამოკიდებული, ხოლო მათი წილები სანქციების დაწესების შემდეგ „გაიყინა“.

big_banner
არქივი