logo_geo
ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან საუბრის შესაძლებლობას განიხილავს
- +

19 ნოემბერი. 2023. 00:11

 

 

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, განიხილავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარს, როცა ასეთი შესაძლებლობა ექნება.

 

აღნიშნული განცხადება გერმანიის კანცლერმა ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

 

შოლცმა აღნიშნა, რომ პუტინთან საუბარი არ უნდა მოიცავდეს პრინციპს, რომელიც ვინმესთან ყავის დალევას გულისხმობს და საბოლოო შეთანხმების მოლოდინს.

 

შეგახსენებთ, ოლაფ შოლსა და პუტინს შორის ბოლო სატელეფონო საუბარი 2022 წელს შედგა. მაშინ გერმანიის კანცლერმა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, მოეძებნა დიპლომატიური გადაწყვეტა უკრაინაში ომის დასასრულებლად.

 

 

big_banner
არქივი