logo_geo
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: „ჰამასს“ მხოლოდ ძალა ესმის, ის კარგავს გვირაბებს, ბუნკერებს, პოსტებს და მათი მეთაურები დაიღუპნენ
- +

19 ნოემბერი. 2023. 01:27

 

 

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ისრაელის არმია „ჰამასს“ ძლიერ ურტყამს და ასევე „მალე“ იმოქმედებს ღაზას სამხრეთით.

 

„ჩვენ ვართ სახმელეთო შეჭრის მეორე ეტაპზე, რომელიც, ასევე, მოქმედებს საბრძოლო ზოლის აღმოსავლეთით. „ჰამასი“ მძიმედ დაზარალდა, ის კარგავს გვირაბებს, ბუნკერებს, პოსტებს და მისი მრავალი მეთაური დაიღუპა. ჩვენ მივაღწევთ „ჰამასის“  ყველა ობიექტამდე და გავანადგურებთ მათ“ - აცხადებს გალანტი.

 

მისი თქმით, ისინი, ვინც იმალებიან ზოლის სამხრეთით, სადაც IDF-ს ჯერ არ გამოუგზავნია სახმელეთო ჯარები, „ამას მალე იგრძნობენ“.

 

თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ის ყოველ კვირას ხვდება მძევლების ოჯახებს და დასძენს, რომ მძევლების სახლში დაბრუნება პრიორიტეტია.

 

„ჰამასს“ მხოლოდ ძალა ესმის. „ჰამასი“ ახლა მხოლოდ გადარჩენით არის დაინტერესებული“, - დასძენს ისრაელის თავდაცვის მინისტრი.

 

 

big_banner
არქივი