logo_geo
ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
- +

19 ნოემბერი. 2023. 10:54

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. კერძოდ, შეზღუდვები დაუწესდა 40-მდე იურიდიულ და 100-ზე მეტ ფიზიკურ პირს, რომლებსაც კავშირი აქვთ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების იძულებით გაყვანასთან, ასევე, რომლებიც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებაში ეხმარებიან, - სანქციების დაწესების განკარგულებები უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

 

„ძალაში შევიდა სანქციებთან დაკავშირებით უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს რამდენიმე გადაწყვეტილება. სანქციებში მოხვდა, დაახლოებით, 40 რუსული იურიდიული და 100-ზე მეტი ფიზიკური პირი. კერძოდ, ისინი, ვინც დაკავშირებულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების გატაცებასა და დეპორტაციასთან. ასევე ისინი, ვინც სხვადასხვა გზით ეხმარება რუსულ ტერორს უკრაინის წინააღმდეგ. ვაძლიერებთ მათზე ჩვენი სახელმწიფოს ზეწოლას. თითოეულმა მათგანმა პასუხი უნდა აგოს იმაზე, რაც ჩაიდინა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.

 

 

big_banner
არქივი