logo_geo
ზელენსკი: ვერ ვხედავ, რომ ჩინეთი დაინტერესებულია უკრაინის ოკუპაციაში რუსეთისთვის დახმარების გაწევაში
- +

21 ნოემბერი. 2023. 22:25

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ მიიჩნევს, რომ ჩინეთის ხელმძღვანელობას სურს დაეხმაროს რუსეთს უკრაინის დაპყრობაში.

 

 

"ვერ ვხედავ, რომ ჩინეთი დაინტერესებულია უკრაინის ოკუპაციაში რუსეთისთვის დახმარების გაწევაში. მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ რუსეთი ზეწოლას განახორციელებს მანამ, სანამ აშშ და ჩინეთი ძალიან სერიოზულად არ ეტყვიან მას დატოვოს [უკრაინის] ტერიტორია", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ დასავლური სამხედრო მიწოდება უკრაინელებს რუსეთის შეჭრასთან გამკლავებაში დაეხმარა, თუმცა საბოლოო გამარჯვებისთვის მეტია საჭირო.

big_banner
არქივი