logo_geo
ბაიდენი „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლებაზე: ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან
- +

21 ნოემბერი. 2023. 22:26

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევა ღაზაში "ჰამასის" მიერ დაკავებული მძევლების ნაწილის გათავისუფლებაზე ძალიან ახლოსაა.

 

 

"ჩვენ ახლა ძალიან ახლოს ვართ, ძალიან ახლოს. ჩვენ შეგვიძლია ამ მძევლების [ნაწილის] ძალიან მალე სახლში დაბრუნება", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

 

"მაგრამ მე არ მსურს დეტალებში შესვლა, რადგან არაფერია დასრულებული, სანამ არ გაკეთდება. [თუმცა] სიტუაცია ამ მომენტში კარგად გამოიყურება", - დასძინა ჯო ბაიდენმა.

 

 

ისრაელის დაზვერვის მონაცემებით, „ჰამასს“ მძევლად 230 ისრაელელი ჰყავს, მათ შორის ჩვილები, ბავშვები და ხანდაზმულები.

big_banner
არქივი