logo_geo
The Wall Street Journal: ირანი რუსეთისთვის მცირე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას განიხილავს
- +

22 ნოემბერი. 2023. 00:30

აშშ შიშობს, რომ ირანი რუსეთისთვის მცირე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების მიწოდებისთვის ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

აღსანიშნავია, რომ ირანმა რუსეთს უკვე მიაწოდა დრონები, მართვადი ავიაბომბები და საარტილერიო ჭურვები.

 

 

როგორც გამოცემა წერს, აშშ შეშფოთებულია, რომ რუსეთსა და ირანს შორის სამხედრო თანამშრომლობა შეიძლება კიდევ უფრო გაფართოვდეს.

 

 

"აქედან გამომდინარე, ჩვენ შეშფოთებულნი ვართ, რომ ირანი განიხილავს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას უკრაინაში გამოსაყენებლად", - განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა.

big_banner
არქივი