logo_geo
ილჰამ ალიევი: საფრანგეთი ბოროტად იყენებს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსს თავისი მიკერძოებული პოლიტიკის გასატარებლად
- +

22 ნოემბერი. 2023. 00:51

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ საფრანგეთი მილიტარისტულ პოლიტიკას ატარებს და სომხეთს აიარაღებს.

 

 

"საფრანგეთი არღვევს სტაბილურობას არა მხოლოდ თავის ყოფილ და ამჟამინდელ კოლონიებში, არამედ, ამავე დროს, ჩვენს რეგიონში - სამხრეთ კავკასიაში, სადაც ის მხარს უჭერს სეპარატისტულ ტენდენციებსა და სეპარატისტებს", - აღნიშნა აზერბაიჯანის ლიდერმა.

 

 

"საფრანგეთი ატარებს მილიტარისტულ პოლიტიკას, აიარაღებს სომხეთს, ხელს უწყობს რევანშისტურ ძალებს სომხეთში და ამზადებს ნიადაგს ახალი ომების გასაჩაღებლად ჩვენს რეგიონში. ამავე დროს, საფრანგეთი ბოროტად იყენებს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსს თავისი მიკერძოებული პოლიტიკის გასატარებლად", - დასძინა მან.

big_banner
არქივი