logo_geo
ნეთანიაჰუ: ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ ომი გაგრძელდება მანამ, სანამ ისრაელი ყველა მიზანს არ მიაღწევს
- +

22 ნოემბერი. 2023. 01:42

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ ომი გაგრძელდება მანამ, სანამ ისრაელი ყველა მიზანს არ მიაღწევს.

 

 

"ჩვენ ომში ვართ და ომი გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა ჩვენს მიზანს არ მივაღწევთ", - აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

 

 

"ჩვენს წინაშე რთული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილებაა. სანამ ყველა [მძევალი] არ დაბრუნდება, არ დავისვენებთ. ომს აქვს ეტაპები და მძევლების დაბრუნებას ექნება ეტაპები", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

big_banner
არქივი