ფრანგი მსახიობი ნატალი დელონი, ალენ დელონის ყოფილი მეუღლე, დღეს 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი შვილი ანტონი ავრცელებს.
ნატალი და ალენი ქორწინებაში 4 წლის განმავლობაში – 1964-68 წლებში იმყოფებოდნენ. მათი ვაჟი ანტონიც მსახიობი გახდა.
მსახიობის გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება.
ნატალი დელონი ათობით ფილმშია გადაღებული. ალენ დელონთან ერთად კი 1967 წელს გადაღებულ „სამურაი“-ში ითამაშა.