ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„არ უნდა გადამდგარიყო კვირიკაშვილი...“ - წერს ლაბარტყავა.
გიორგი კვირიკაშვილმა დღეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამასთან, პრემიერის გადადგომის გამო, უფლებამოსილება ყველა მინისტრს უწყდება.
„დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.