თეა თუთბერიძე თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას სოციალურ ქსელში მიმართავს:
„ტეხავს მეგობარო, ძალიან ტეხავს! ნიკა მელიას თუ აძახებ, რომ თურმე შენ მას გაუხსენი გზა პოლიტიკაში, მაშინ ისიც გაიხსენე შენ ვინ გაგიხსნა გზა პოლიტიკაში! რადგან შენ გაუხსენი გზა პოლიტიკაში, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ აზრებს უნდა იზიარებდეს უპირობოდ? მაგ ლოგიკით არც თქვენ უნდა დაპირისპირებოდით მაშინ მიშას, შენ და გიგა განსაკუთრებით", - წერს თუთბერიძე.