logo_geo
ექსპერტი: თურქეთის საქართველოს გვერდით არის ნებისმიერ რთულ ვითარებაში, მაგრამ გამოწვევები მოსალოდნელია
- +

15 ოქტომბერი. 2019. 01:05

 

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, ექსპერტი ვანო მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ თურქეთ-სირიას შორის შექმნილი ვითარების ფონზე, უნდა დაიწყოს კონსულტაციები საქართველოს ძალოვანი და საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შორის, რადგან სიურპრიზად არ მოევლინოს თურქეთის მხრიდან მოსალოდნელი ეკონომიკური ხასიათის გამოწვევები.  



​​მისივე თქმით, თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რაც არაერთხელ დაამტკიცა. ის არის საქართველოს გვერდით ნებისმიერ რთულ ვითარებაში.

 

ვანო მაჭავარიანის მოსაზრებით, სირიაში განვითარებული მოვლენები, შესაძლოა, თურქეთის უსაფრთხოების, ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობაზე აისახოს, თურქეთის ნებისმიერი გამოწვევა კი საქართველოსთვის ყურადსაღები უნდა იყოს.

 

ამ ეტაპზე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეკრების საჭიროებას ნამდვილად ვერ ვხედავ, თუმცა შიდა კონსულტაციები აუცილებელია. თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის საქართველოს გვერდით ნებისმიერ რთულ ვითარებაში. საქართველოსთვის საყურადღებო და მნიშვნელოვანი უნდა იყოს ის მოვლენები, რომელიც განვითარდა სირიაში. ეს არ ეხება მხოლოდ თურქეთს, აქ მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების საკითხები. აღნიშნულ მოვლენებში ჩართულია ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის მთელი რიგი ქვეყნები, რომლებსაც თურქეთის მოქმედებებთან დაკავშირებით კონკრეტული პოზიციები აქვთ. თურქეთისთვის საჭიროა ამერიკის მხარდაჭერა და პოზიცია, როგორც სირიის კონფლიქტში, ასევე ნატო- ფარგლებში“, -განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

 

თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. ანკარა ამტკიცებს, რომ ოპერაციის მიზანი თურქეთის საზღვრებთან „უსაფრთხოების ზონის“ მოწყობაა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი