თბილისის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანის საქართველოს წარმომადგენელობის დირექტორმა, „გეორგია შენი პროექტია“-ს დამფუძნებელმა ირაკლი შიხიაშვილმა „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე ისაუბრა.
„ნაცები“ ისე წარმოაჩენენ, თითქოს საპრეზიდენტო არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ თავის სასარგებლოდ გააყალბა, არადა, ამ არჩევნებში მმართველ პარტიას კი არ მოუგია, მისმა უდიდებულესობა - ქართველი ხალხის ძალისხმევამ გაიმარჯვა. ახლა ნაცები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. ამით თავიანთ ანტისახელმწიფოებრივ მიზნებს აშიშვლებენ. უმრავლესობის ნების უპატივცემულობა მხოლოდ სექტებს ახასიათებთ. ისინი ცდილობენ, გამოიწვიონ დესტაბილიზაცია, პროცესები გადაიტანონ ქუჩაში, რათა ქართველი ხალხის მიერ მათთვის ჩამორთმეული ძალაუფლება დაიბრუნონ“, - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.