logo_geo
ამირან სალუქვაძე: გარდა კანონისა, არსებობს იარაღის ტარების ეთიკა
- +

31 ოქტომბერი. 2020. 23:33

 

 

„27 წელი ვიმსახურე 2 სტრუქტურაში, თავდაცვასა და დაზვერვაში. ვიცნობ უამრავ ადამიანს, ვისაც იარაღის ტარების უფლება აქვს: ყოფილ მინისტრებს, გენერლებს, სარდლებს, ოფიცრებს და ჩემი უზარმაზარი სამეგობროდან იშვიათად თუ დაინახავთ ვინმეს, რომელიც ქუჩაში იარაღს ატარებს“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„მე პირადად მაქვს იარაღის ტარების უფლება, იარაღიც მაქვს, მაგრამ იარაღით არ დავდივარ, თუ დავდივარ სადმე შეიძლება ბუნებაში გავიდე და იქ წავიღო. გარდა კანონისა არსებობს იარაღს ტარების ეთიკა. შენ გაქვს იარაღი, ამით აჩვენებ უპირატესობას დანარჩენ მოსახლოებას. შენ საზოგადოებას კი არ უნდა აჩვენო ის რომ შენ იარაღი გაქვს, ეს ელემენტარული ეთიკაა“, - აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.

 

დღეს „რუსთავი 2“ - მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დიმიტრი შაშკინი, ბოლნისში იარაღით გადაადგილდებოდაა. მოგვიანებით ინფორმაცია თავად შაშკინმაც დაადასტურა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი